iსკოლა
ვებინარები

COVID19 - კონტაქტების მოძიების ტრეინიგი - შესავალი, სილაბუსი და და დამატებითი რესურსები

ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, NCDC
რეიტინგი:

ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2020
მოკლე აღწერა:

კურსის შესახებ - COVID-19 - ის კრიზისმა გამოიწვია კონტაქტების მიდევნების უპრეცენდენტო საჭიროება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ათასობით ადამიანისგან ამისათვის აუცილებელი ძირითადი უნარების სწრაფად შესწავლას მოითხოვს. კონტაქტების მკვლევარის პოზიციაზე მუშაობისთვის აუცილებელი მოთხოვნები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამ შესავალ კურსში, სტუდენტები ისწავლიან SARS-CoV-2/COVID19-ის წარმოშობის და გავრცელების შესახებ. ასევე, რატომ არის კონტაქტების მიდევნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასეთი ეფექტური ინსტრუმენტი; სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ ხდება კონტაქტების მიდევნება, მათ შორის, როგორ დავამყაროთ ურთიერთნდობა „შემთხვევებთან“, როგორ ამოვიცნოთ მათი „კონტაქტები“, ასევე, როგორ დავეხმაროთ მათ შეაჩერონ ინფექციის გავრცელება. კურსი მიმოიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეთიკურ საკითხს კონტაქტების მიდევნების, იზოლაციისა და კარანტინის კონტექსტში. საბოლოოდ, კურსი შეეხება რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წინააღმდეგობას, რომელსაც კონტაქტების მიდევნებისას შეიძლება შევეჩეხოთ და მათი გადაჭრის სტრატეგიებს.

კურსს უძღვება: ემილი გარლი, PHD, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ასოცირებული მეცნიერი
დონე: დამწყები; ვადები: 1 კვირა, დღეში 5-6 საათი ენა ქართული

საკითხავი მასალა (PDF):

1. შესავალი და ინფორმაცია კურსის ავტორების შესახებ;

2. სილაბუსი;

3. NCDC: კონტაქტების მიდევნება დროებითი სახელმძღვანელო ოქტომბერი 2020;

4. N527 ბრძანების ახალი დანართი;

5. კურსში გამოყენებული ტერმინები და განმარტებანი.