თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
Bitcoin-ის ფასი ზრდას განაგრძობს და მიაღწია 44 ათას აშშ დოლარს
თარიღი: 08/12/2023
პარტნიორი: Overclockers GE
კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი კრიპტოვალუტა აგრძელებს ზრდას, სამშაბათს მისმა ფასმა 44000 აშშ დოლარს გადააჭარბა პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, ღირებულება გაიზარდა 160%-ზე მეტით წელიწადში. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის (ETH) ფასი გაიზარდა 1.6%-ით 2263.76 აშშ დოლარამდე გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ზრდამ 88% შეადგინა.
Coin Metrics-ის თანახმად Bitcoin მოკლე ვადით 44903.45 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მისი უმაღლესი დონეა 2022 წლის 7 აპრილის შემდეგ. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 34 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, გასულ შაბათ-კვირას იგი გაიზარდა 40 ათას აშშ დოლარამდე, ერთი დღის შემდეგ კი - 41 ათას აშშ დოლარამდე.
Bitcoin-ის ფასის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ინვესტორების ნდობა, რომ Bitcoin-ETF ამოქმედდება შეერთებულ შტატებში. ინვესტორების ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაზარდა ცნობებმა, რომ Bitcoin ETF-ის პოტენციური ემიტენტები ხვდებიან აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას.
ითვლება, რომ Bitcoin ETF-ს 2024 წლის დასაწყისში გაეხსნება გზა, რაც მიანიშნებს კრიპტოვალუტაში ახალი ინვესტიციების შემოდინების შესახებ. რამდენადაც Bitcoin აგრძელებს ზრდას, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე აღემატება მსოფლიოს ზოგიერთი უმსხვილესი კომპანიის აქტივებს.
„Bitcoin ავიდა Berkshire Hathaway-ზე მაღლა, გაუსწრო Tesla-ს, ასევე პლანეტის ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას“, - აღნიშნა TheStreetCrypto ანალიტიკოსმა ჯორჯ ტუნგმა, „შემდეგ ის გადააჭარბებს Meta-ს, შემდეგ NVIDIA-ს და შემდეგ - ვერცხლის ბაზარს“.
ინვესტორები ასევე ელიან Bitcoin-ის განახევრებას, რომელიც მოსალოდნელია 2024 წლის გაზაფხულზე.
წყარო: Overclockers.ge