iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

აა(ი)პ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის N3
ypuozurgeti@yahoo.com
593115040
არსამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ დაარსდა 1996 წელს. ორგანიზაციის მისია:
საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სოციალური უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პროცესებში ცალკეული პირების ჩართვის სტიმულირების გზით.
ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით: მოზარდების/ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სოციალურად მოწყვლადი ფენების ინტერესთა დაცვა.
საგანმანათლებლო რესურსები მომზადდა შემდეგი პროექტების ფარგლებში:
საგანმანათლებლო რესურსები მომზადდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ პროექტების (2020-2023 წ.წ) „უკეთესი მომავლისთვის“ და „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთის“ ფარგლებში, ორგანიზაცების Brot für die Welt და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ხორციელდებოდა საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2023

    როგორ დავნერგოთ სამეწარმეო განათლება, კარიერული დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია სკოლაში


    მარინა თოფურია

    0 0