თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 წლის განმავლობაში განიცდიდა კონტაქტების მოძიების შესაძლებლობებისა და რესურსების ნაკლებობას. ასევე, არსებული ეპიდემიოლოგების შეზღუდული რაოდენობის კონტაქტების მოძიებით დატვირთულობამ, განაპირობა არსებით ეპიდემიოლოგიური სამუშაოებზე ნაკლები დროის დათმობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ახალი კოჰორტის მომზადება COVID-19-ის პანდემიის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე დამანგრეველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად.
COVID-19-ის კრიზისმა შექმნა კონტაქტების მოძიების უპრეცენდენტო საჭიროება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ათასობით ადამიანისგან მოითხოვს შესაბამისი უნარების სწრაფად შესწავლას. კონტაქტების მოძიების პოზიციაზე მუშაობისთვის მოთხოვნილი უნარები განსხვავდება ქვეყნებს შორის, ზოგიერთი ასეთი პოზიცია ხელმისაწვდომია არასპეცილისტი ადამიანებისთვისაც.
ამ პროექტის მიზანია გააძლიეროს საქართველოს პასუხი COVID-19-ის პანდემიის შესაძლო მეორე ტალღაზე და შეამციროს მისი უარყოფითი ზეგავლენა ქვეყანაზე. ამისათვის დაგეგმილია 150 ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის ტრენინგი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული COVID-19-ის კონტაქტების მოძიების კურსით, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე და მოერგო ადგილობრივ კანონმდებლობას.
ეს კურსი წარმოადგენს უახლეს და მეცნიერულად გამართულ ინფორმაციას, რომელიც მორგებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მოთხონვებზე. ამ კურსში სტუდენტები შეისწავლიან SARS-CoV-2-ის პათფიზიოლოგიას (ინფექციური პერიოდის დეტალების ჩათვლით), კოვიდ-19-ის კლინიკურ სურათს, თუ როგორ გადაეცემა SARS-CoV-2 ერთი ადამიანიდან მეორეს და რატომ არის კონტაქტების მოძიება ასეთი ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბერკეტი. მსმენელები ისწავლიან თუ როგორ ხდება კონტაქტების მოძიება, მათ შორის: როგორ დავამყაროთ ურთიერთგაგება და ნდობა დადასტურებულ შემთხვევებთან, როგორ მოვახდინოთ მათი კოტნაქტების იდენტიფიცირება, როგორ დავუჭიროთ მხარი როგორც დადასტურებულ შემთხვევებს, ასევე მათ კონტაქტებს, მათ თემში დაავადების გავრცელების შეჩერების მიზნით. კურსი ასავე მოიცავს რამდენიმე მნისშვნელოვნა ეთიკურ საკითხს კონტაქტების მოძიებასთან, იზოლაციასთან და კარანტინთან მიმართებაში. დაბოლოს, კურსი განიხილავს რამდენიმე ყველაზე ხშირ წინაღობას კონტაქტების მოძიების მცდელობისას, ასევე წარმოგიდგენთ მათი გადალახვის სტრატეგიებს.
პროექტი მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს დაფინანსებით.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია კოვიდ-19-ს კონტაქტების მოძიების ტრენინგი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი კოჰორტისთვის